ფეხბურთი

20:36 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკო სამი კვირა იუქმებს

ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული ნაკრების და "რომას" თავდამსხმელი ედინ ჯეკო სამი კვირა იუქმებს. როგორც Footall Italia იუწყება, ფეხბურთელმა "კალიარისთან" მიღებული სახის ტრავმაზე მეორედ ჩაუტარებენ ოპერაციას და მომდევნო სამი კვირა ვერ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ჯეკომ რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. ედინი "რომაში" 2016 წელს "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 187 მატჩში თავი 92-ჯერ გამოიჩინა.

0.113775