ისტორია

9:15 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

12 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1966. დაიბადა რობერტო ნესტორ სენსინი. არგენტინის ნაკრების (1988-2002), “ნიუელს ოლდ ბოისის” (1986-89), “უდინეზეს” (1989-1994, 2002-05), “პარმას” (1994-99, 2001-02), “ლაციოს” (199-2001) მცველი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1994 და 1998 წლების მუნდიალების მონაწილე. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი. 1995 და 1999 წლებში მოიპოვა უეფას თასი. 1993 და 2000 წლებში დაეუფლა ევროპის სუპერთასს. არგენტინის ჩემპიონი (1988). არგენტინისა და იტალიის ჩემპიონატებში ჩაატარა 529 შეხვედრა, გაიტანა 30 გოლი. იტალიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ლეგიონერია. სერია A-ში ბოლო მატჩი 39 წლისა და სამი თვის ასაკში ჩაატარა. წვრთნიდა “უდინეზეს”. 2007 წელს დაბრუნდა სამშობლოში და “ესტუდიანტესს” ჩაუდგა სათავეში.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1853. ჯონ მორისი სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მისმა მეტოქემ იანკი სალივანმა 36-ე რაუნდში ბრძოლა შეწყვიტა მორისის ფანების თავაშვებულობის გამო.

1924. “ჰადერსფილდის” ფეხბურთელი ბილ სმიტი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც გოლი უშუალოდ კუთხურიდან გაიტანა. ეს ისტორიული ფაქტი ლონდონის “არსენალთან” მატჩისას მოხდა.

1925. ბელგიელმა სტაიერმა ალბერტ მიხელსენმა მამაკაცთა შორის მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:19.01).

1956. თბილისის “დინამომ” ბულგარეთის ტურნეს უკანასკნელ მატჩში დიმიტროვოში, ადგილობრივ ”მინიორს” 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ავთანდილ ღოღობერიძემ და ავთანდილ ჭკუასელმა გაიტანეს. ”დინამო”: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, კოტრიკაძე, ღოღობერიძე, ხასაია, გაგნიძე, კალოევი, ჭკუასელი, მესხი.

1958. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფეხბურთში პირველი საევროთასო შეხვედრა ჩატარდა. გდრ-ის “ვისმუტისა” და რუმინული “პეტროლულის” ორმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. გერმანელებმა კარლ მარქს შტადტში 4:2 მოიგეს, პლოეშტიში კი რუმინელებმა 2:0 რევანში აიღეს და რადგანაც იმდროინდელი რეგლამენტით საგარეო გოლებს უპირატესობა არ ენიჭებოდა და არც დამატებითი დრო ინიშნებოდა, ეს გუნდები ჩემპიონთა თასის მერვედფინალის გადათამაშებაში ერთმანეთს კიევში, ნიკიტა ხრუშჩოვის სახელობის სტადიონზე შეხვდნენ. ორთაბრძოლა “ვისმუტმა” 4:0 მოიგო.

1960. ბაზელის “სენტ იაკობის” სტადიონზე შვეიცარიისა და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრისას მასპინძელთა ფორვარდმა იოზეფ ჰიუგმა ფრანგებს 5 გოლი (42-ე, 61-ე, 68-ე, 80-ე და 87-ე წუთებზე) გაუტანა. მატჩი შვეიცარიელებმა 6:2 მოიგეს.

1968. მეხიკოში თანამედროვეობის მეცხრამეტე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა. მასში მონაწილეობა 112 ქვეყნის 5 498 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (45 ოქრო, 28 ვერცხლი, 34 ბრინჯაო). მეორეზე საბჭოთა კავშირის წარგზავნილები აღმოჩნდნენ (29, 32, 30), ხოლო მესამე საფეხური უნგრელმა ათლეტებმა დაიკავეს (10, 10, 12). ქართველთაგან ოლიმპიური ჩემპიონები ვიქტორ სანეევი (სამმაგი ხტომა) და რომან რურუა (კლასიკური ჭიდაობა) გახდნენ.

1968. მექსიკელი ნორმა ენრიკეტა პირველი ქალი აღმოჩნდა, რომელსაც ოლიმპიური ჩირაღდნის ანთების პატივი ხვდა წილად.

1975. თბილისის “დინამომ” საკავშირო ჩემპიონატების მატჩებში 1600-ე გოლი გაიტანა. ეს ტაშკენტის “ფახთაქორთან” გასვლით შეხვედრაში ვლადიმერ გუცაევმა მოახერხა. თამაში “დინამომ” 1:0 მოიგო.

1975. ჟაკლინ ჰანსენმა ქალთა შორის მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:38.19).

1992. ბრეტ ჰარტმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის რიკ ფლერი დაამარცხა და მოკრივეთა საერთაშორისო ასოციაცია WWF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1994. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში აშშ-ის მუნდიალის პრიზიორ ბულგარეთთან 0:2 წააგო. ორივე გოლი მეორე ტაიმში ემილ კოსტადინოვმა გაიტანა. მატჩი სოფიის ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე ჩატარდა და მას 40 ათასი მაყურებელი დაესწრო. ბულგარეთი: პოპოვი, კირიაკოვი, ივანოვი, ცვეტანოვი, ხუბჩევი, იანკოვი, ბორიმირიოვი (კოსტადინოვი), სტოიჩკოვი, ლეჩკოვი, სირაკოვი (პენევი), ბალაკოვი. საქართველო: დევაძე, რევიშვილი, ცხადაძე (კაპიტანი), შელია, ჩიხრაძე, კუდინოვი, ნემსაძე (ინალიშვილი), გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ქინქლაძე, შ. არველაძე (გურული). ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.

2002. საქართველოსა რუსეთის ნაკრებთა ევრო2004 წლის შესარჩევი მატჩი ასპარეზობის 40-ე წუთზე თბილისის მიხეილ მესხის სტადიონზე ელექტროენერგიის გამორთვის გამო შეწყდა. იმ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო. ამ შეხვედრის გადათამაშება 2003 წლის 30 აპრილს შედგა.

2005. ლატვიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში პორტუგალიელმა პედრუ პაულეტამ ორი გოლი გაიტანა და საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში გატანილი 43 ბურთი გაუხდა. ამ მაჩვენებლით პაულეტამ ლეგენდარულ ეუსებიოს გაუსწრო. ამ უკანასკნელს 42 გოლი აქვს გატანილი პორტუგალიის ნაკრების რიგებში გამოსვლისას. ლატვიელებთან შეხვედრა კი პორტუგალიელებმა 3:0 მოიგეს.

2010. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში რიგაში, ლატვიასთან 1:1 ითამაშა.

2013. კოლუმბიელებმა დიდი ზეიმით აღნიშნეს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა. დედაქალაქ ბოგოტას ქუჩებში ზღვა ხალხი გამოვიდა. ზეიმს ტრაგედიის გარეშე არ ჩაუვლია: 5 ადამიანი გარდაიცვალა. პოლიციამ 106 მძღოლი დააკავა, რომლებიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდნენ საჭეს. კოლუმბიამ ჩილესთან საშინაო მატჩის შემდეგ გაინაღდა მუნდიალის საგზური. ისინი შინ 0:3-ს აგებდნენ და 3:3 დაასრულეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1906. თომას (თომ) უორინგი. ბირმინგემის “ასტონ ვილას” ლეგენდარული ფორვარდი. ერთი სეზონის განმავლობაში 42 საჩემპიონატო მატჩში 49 გოლი გაიტანა. 1931 წელს გახდა ინგლისის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. უორინგი 1980 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა.

1917. როკე გასტონ მასპოლი. ურუგვაის ნაკრებისა (1945-55) და კლუბების “ბელა ვისტას” (1936), “უონდერერსის” (1937), “სეროს” (1938), “ლივერპულის” (1939-40), “პენიაროლის” (1941-55) მეკარე. მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი. ბრაზილიის მუნდიალზე მასპინძლებთან გადამწყვეტ საჩემპიონო მატჩში განსაკუთრებით საიმედოდ ითამაშა. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 38 შეხვედრა. ურუგვაის ექვსგზის ჩემპიონი (1944, 1945, 1949, 1951, 1953, 1954). კარიერის დასრულების შემდეგ წარმატებული მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით “პენიაროლი” საკონტინენტთაშორისო და ლიბერტადორესის თასების მფლობელი გახდა, ურუგვაის ჩემპიონობა კი ხუთჯერ მოიპოვა. მოგებული აქვს პერუსა და ეკვადორის ჩემპიონატებიც. 1979-82 და 1997-98 წლებში იყო ურუგვაის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი. ბოლოს ურუგვაელთა სათავეში 80 წლის ასაკში მუშაობდა. მასპოლი 2004 წლის 22 თებერვალს მონტევიდეოში გარდაიცვალა.

1921. იაროსლავ დრობნი. ჩეხოსლოვაკიელი ჰოკეისტი და ჩოგბურთელი. 1948 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1954 წლის ერთეულთა თანრიგში უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული.

1933. ტიტუს ბუბერნიკი. 1958-63 წლებში ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მცველი. ეროვნებით სლოვაკი. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ევროპის 1960 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი. 1958 წლის მუნდიალის მონაწილე. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ჩეხოსლოვაკიისა და ავსტრიის გუნდებში. თამაშობდა კალათბურთსაც და იცავდა ჩეხოსლოვაკიის ჭაბუკთა ნაკრების ღირსებას.

1925. უილიამ სტენსკრაუსი. ინგლისელი ცხენოსანი. ექვსი ოლიმპიადის მონაწილე (1952, 1956, 1960, 1964, 1968, 1972). ამ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს, ვერცხლის ორი და ბრინჯაოს მედლები.

1926. ნიკიტა სიმონიანი. სოხუმის საფეხბურთო სკოლის აღზდილი. მისი პირველი მწვრთნელი შოთა ლომინაძე იყო. თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში, მოსკოვის “კრილია სოვეტოვსა” და “სპარტაკში”. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. საკავშირო ნაკრებში ჩატარებული აქვს 20 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი. საკავშირო ჩემპიონატების 285 მატჩში გაიტანა 142 გოლი. გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი. საბჭოთა კავშირის პირველობების საუკეთესო ბომბარდირი (1949, 1950, 1953). წვრთნიდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს, მოსკოვის “სპარტაკს”, ერევნის “არარატს”, ოდესის “ჩერნომორეცს”. 1973 წელს “არარატს” საკავშირო ჩემპიონობა და თასი მოაპოვებინა.

1943. იაკობ (კობი) კუნი. ცნობილი შვეიცარიელი ფეხბურთელი (ნახევარმცველი) და მწვრთნელი. 1973 წელს დაასახელეს შვეიცარიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1962-76 წლებში გამოდიოდა შვეიცარიის ნაკრებში, რომლის რიგებში იასპარეზა 63-ჯერ და გაიტანა 5 გოლი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მონაწილე. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ციურიხსა” და “გრასჰორპერსში”. შვეიცარიის ჩემპიონი (1963, 1966, 1968, 1974, 1975, 1976) და თასის მფლობელი (1966, 1970, 1972, 1973, 1976). იყო “ციურიხის” კაპიტანი. 2001-08 წლებში იყო შვეიცარიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი. გუნდი ევროპის 2004 და მსოფლიოს 2006 წლების ჩემპიონატებზე გაიყვანა. ევრო2008-ზე შვეიცარიელებმა ტურნირის მასპინძლის სტატუსით იასპარეზეს.

1962. გოჩაჩიქოვანი. საქართველოსნაკრების, ბათუმისადათბილისისდინამოსმცველი. საქართველოს1990, 1991, 1992, 1993 და 1994 წლებისჩემპიონი. საქართველოსთასისმფლობელი (1992, 1993, 1994).ეროვნულიჩემპიონატების 131 მატჩშიგაიტანა 3 გოლი.საკავშიროპირველობისუმაღლესლიგაშიჩაატარა42შეხვედრა.საქართველოსეროვნულნაკრებშიითამაშაერთიმატჩი.

1965. ელენა ჩიბუკინა. საბჭოთა ფრენბურთელი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1966. რობერტო ნესტორ სენსინი. არგენტინის ნაკრების (1988-2002), “ნიუელს ოლდ ბოისის” (1986-89), “უდინეზეს” (1989-1994, 2002-05), “პარმას” (1994-99, 2001-02), “ლაციოს” (199-2001) მცველი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1994 და 1998 წლების მუნდიალების მონაწილე. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი. 1995 და 1999 წლებში მოიპოვა უეფას თასი. 1993 და 2000 წლებში დაეუფლა ევროპის სუპერთასს. არგენტინის ჩემპიონი (1988). არგენტინისა და იტალიის ჩემპიონატებში ჩაატარა 529 შეხვედრა, გაიტანა 30 გოლი. იტალიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ლეგიონერია. სერია A-ში ბოლო მატჩი 39 წლისა და სამი თვის ასაკში ჩაატარა. წვრთნიდა “უდინეზეს”. 2007 წელს დაბრუნდა სამშობლოში და “ესტუდიანტესს” ჩაუდგა სათავეში.

1966. ვიმ იონკი (ვილჰელმუს მარია იონკი). ჰოლანდიის ნაკრების (1992-99), “ვოლენდამის” (1986-88), ამსტერდამის “აიაქსის” (1988-93), “მილანის ინტერის” (1993-95), პსვ-ს (1995-98), “შეფილდ უენსდის” (1998-2001) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 და 1998 წლების და ევროპის 1992 წლის ჩემპიონატების მონაწილე. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი, გაიტანა 11 გოლი. 1992 და 1994 წლებში მოიპოვა უეფას თასი. ჰოლანდიის ჩემპიონი (1989, 1996) და თასის მფლობელი (1996, 1997). ჰოლანდიის, იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებში ჩაატარა 368 შეხვედრა, გაიტანა 77 გოლი.

1969. დევიდ კოლინზი. ამერიკელი ნიჩბოსანი. 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1969. ნენსი ენ კერიგანი. ამერიკელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1970. ჩარლი უორდი. “ჰიუსტონ როკითსის” გათამაშებელი (188 სმ).

1972. ტომ ვან მოლი. პსვ-ის ფეხბურთელი. ჰოლანდიის ჩემპიონი.

1977. ელენა ბერეჟნაია. რუსი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1978. მარკო იარიჩი. სერბეთის საკალათბურთო ნაკრებისა გამთამაშებელი-მსროლელი (201 სმ). 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2004 წლის ოლიმპიადის მონაწილე.

ამ დღეს გარდაიცვალა

1999. უილტ ჩემბერლენი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. გარდაიცვალა 63 წლის ასაკში.

0.117305