კოტდივუარელმა შემტევმა ჟერვინიომ "პარმასთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
აფრიკელი მოთამაშე "პარმაში" გასულ წელს ჩინური კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 2018/19 წლების სეზონში ჟერვინიომ 30 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი რვა მატჩში თავი სამჯერ გამოიჩინა.