ფეხბურთი

21:58 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩი ცვლილებების მოლოდინშია

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ თუ მის გარშემო არსებული სიტუაცია არ შეიცვლება კლუბის ხელმძღვანელობასთან მოუწევს საუბარი. რაკიტიჩმა სასტატო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და აღნიშნული ფაქტით უკმაყოფილოა.

"ბარსელონასთვის" საუკეთესო მინდა. შევეცდები ფორმაში ვიყო, როდესაც გუნდს დავჭირდები, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვლება კლუბთან საუბარი მომიწევს." - განაცხადა AS-თან საუბრისას რაკიტიჩმა.

ივანმა მიმდინარე სეზონში ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთ მატჩში საშუალოდ 30 წუთს თამაშობს. რაკიტიჩს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და ესპანური მედია ფეხბურთელს იანვარში წასვლას უწინასწარმეტყველებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113487