ავტოსპორტი

17:49 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიის დიდ პრიზს ტაიფუნი ემუქრება

იაპონიის დიდ პრიზს, პირდაპირი მნიშვნელობით, ტაიფუნი ჰაგიბისი დაემუქრა. ძლიერი შტორმის მოლოდინში, რბოლის ორგანიზატორებმა საკვალიფიკაციო რბოლა კვირა დილისთვის გადაიტანეს. და იმ შემთხვევისთვის, მისი გამართვა მაინც შეუძლებელი გახდა, რბოლის სტარტზე, პილოტები იმ მიმდევრობით განლაგდებიან, როგორითაც დღეს მეორე თავისუფალი პრაქტიკა დაასრულეს.

ამ შემთხვევისთვის, შუალედური პოულ პოზიცია „მერსედესის“ ვალტერი ბოტასმა მოიპოვა, რომელმაც 0.100 წამით აჯობა თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს. მესამე საუკეთესო დრო „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმა დააფიქსირა, რომელიც ფინელს 0.281 წამით ჩამორჩა. „ფერარის“ შარლ ლეკლერი და სებასტიან ფეტელი შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე დროს დასჯერდნენ.

„მერსედესს“ სუზუკას ტრეკზე 2014 წლის შემდეგ ვერავინ სჯობნის. შტრუტგარტელებს იაპონიაშივე შეუძლიათ კონსტრუქტორთა ჩემპიონატში გამარჯვების განაღდება. ამისთვის საჭიროა, რომ მათ „ფერარიზე“ 14 ქულით მეტის აღება შეძლონ.

რაც შეეხება პილოტთა ჩემპიონატს, აქ ჰამილტონს დიდი უპირატესობა აქვს - 73 ქულით უსწრებს ბოტასს. დარჩენილ 5 რბოლაში კი, სწრაფი წრის ბონუს ქულების ჩათვლით, მაქსიმუმ 130 ქულის აღებაა შესაძლებელი.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.102991