ფეხბურთი

15:45 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "სამი ქულა თბილისში უნდა დავტოვოთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე გიორგი ქვილითაია იახლა, რომელმაც მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

ქართველი ფორვარდის განცხადებით, მენტალურად მზადაა სათამაშოდ და ეცდება, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.

„მენტალურად მზად ვართ, რადგან ბოლო საშინაო მატჩი საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, დადებითი შედეგი იყო. ახლა კი, წლის ბოლო საშინაო თამაში გვაქვს და ვფიქრობ, დროა, რომ ეს ნავსი გავტეხოთ და სამი ქულა თბილისში დავტოვოთ.

რა თქმა უნდა, როდესაც არ თამაშობ კარგავ ფიზიკურ მომზადებას, თავდაჯერებას, მაგრამ ბელგიის თასზე გატანილი გოლებით ვეცადე ჩემი შანსი გამომეყენებინა. ხვალ კიდევ ერთი შანსი მომეცემა და ვეცდები გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობების 100%.

ჩაკვეტაძეს რაც შეეხება, ბურთთან ვარჯიში დაიწყო, ჯერ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს, მაგრამ ვფიქრობ წლის ბოლომდე მოედანზე გასვლა უნდა მოახერხოს“, - თქვა ქვილიათაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 12 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“, 17:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129631