ფეხბურთი

15:19 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ობამეიანგი გამოარჩიეს

ინგლისის ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ "არსენალის" შემტევი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სექტემბერში შემტევმა ოთხ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ობამეიანგმა "არსენალის" მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა და 8-ჯერ მეტოქე გუნდის მეკარე დაამწუხრა.

"არსენალი" 15 ქულით პრემიმერლგიაში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119318