თამაშგარე

10:16 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკარდი პარიზში - ვანდა მილანში დარჩა

არგენტინელი ფორვარდის მაურო იკარდის ცოლი და პარალელურად მისი საფეხბურთო აგენტი ვანდა ნარა როგორც ჩანს თანდათან კარგავს ქმარზე გავლენას. აბა სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ მაუროს პარიზში გადაბარგების შემდეგ, ქმარმა ვანდა თან არ გაიყოლა და საამისოდ სათანადო დროის შერჩევა ურჩია.


ვანდა ნარა კი ირწმუნება, მე მილანშიც ბევრი საქმე მაქვს და იქაურ სტუდიებთან დადებული კონტრაქტები არ მიშვებენო. მაგრამ ეს ყველაფერი არად მოსჩანს იმასთან შედარებით, რასაც იკარდის აგენტობის ტვირთი ჰქვია და ისიც კარგად ვიცით, რომ იტალიელები რაიმენაირად გაძლებენ ვანდა ნარას ფოტოობიექტივის წინ გატიტლიკანების გარეშე.


ალბათ იცით, რომ ვანდა ნარას “ერთი ფაეტონი“ შვილები ჰყავს და ეს ბავშვები მილანის სკოლებში სწავლობენ. მაურო იკარდის ცოლი პარიზში წაუსვლელობის ერთ-ერთ მიზეზად შვილების სკოლების ცვლის პრობლემასაც იშველიებს თითქოს სხვა ადამიანები ვერ მოიძებნებიან, რომლებიც ამგვარ პრობლემებს მარტივად მოაგვარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116664