ფეხბურთი

4:06 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიამ გაიფორმა, ჰოლანდიამ ბეწვის ხიდზე გაიარა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი ტურის მატჩებმა სტარტი აიღო. შედეგად, ბელგიის ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ფინალური ეტაპი საგზური გაიფორმა, რუსეთი მიზანთან ძალიან ახლოსაა, ხოლო დანარჩენ ჯგუფებში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

C ჯგუფი

ჰოლანდიის ნაკრებმა ბეწვსი ხიდზე გაირა. რონალდ კუმანის გუნდს ახლაც არ აქვს არაფერი გარანტირებული, მაგრამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან საკუთარ მოედანზე აუცილებად გამარჯვება სჭირდებოდა. მასპინძლებს „მწვანეები“ კარგა ხანს გაუძალიანდნენ, ხოლო 75-ე წუთზე მაგენისის გოლით საერთოდაც წინ გავიდნენ და ადგილობრივი პუბლიკა შოკში ჩააგდეს. ჰოლანდიას ხომ 2014 წლის შემდეგ არცერთ დიდ ფორუმზე არ უთამაშია, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხი კი პრაქტიკულად ნიშნავდა, რომ ნარინჯისფერები ვერც ევრო 2020-ზე იასპარაზებდნენ, რადგან გუნდებს შორის სხვაობა 6 ქულა გახდებოდა.

თუმცა, ჰოლანდიამ სწორედ ამის შემდეგ მოახერხა ათამაშება და მატჩის ბოლო 10 წუთში იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე მანამდე 80 წუთში. მემფის დეპაიმ 81-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთზე ლუკ დე იონგმა ჰოლანდია წინ გაიყვანა და ნანატრი გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი დეპაიმ დააფიქსირა, რომელმაც დუბლი შეასრულა - 3:1. შედეგად, ჯგუფში სამხელისუფლიანობა დამყარდა. გერმანიას, ჰოლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას 12-12 ქულა აქვთ, მაგრამ ამ უკანასკნელს თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, რაც ცხადია მის შანსს ერთი-ორად ამცირებს.

ბელარუსი - ესტონეთი 0:0 (0:0)

ჰოლანდია - ჩრდ. ირლანდია 3:1 (0:0)

გოლები: 0:1 მაგენისი (75), 1:1 დეპაი (81), 2:1 დე იონგი (90), 3:1 დეპაი (90)

E ჯგუფი

E ჯგუფშიც ძალზე ჩახლართული ვითარებაა და ამ დროისთვის ძალზე რთული სათქმელია ვის დარჩება ნანატრი ორი ბილეთი. ხორვატიის ნაკრებმა სპლიტში, კონკურენტი უნგრეთი მიიღო და ბრძოლის გარეშე, 3:0 აჯობა. შედეგად, მოქმედმა მსოფლიო ვიცე-ჩემპიონამ 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა.

სლოვაკეთმა უელსს უმასპინძლა და ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო. საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს, მურის გოლს იურაი კუცკამ უპასუხა. შედეგად, სლოვაკეთი 10 ქულით მეორე ადგილზეა, იქევა უნგრეთი 9 ქულით და უელსი 7 ქულით. თუმცა, ლიდერ სამეულთან შედარებით უელსს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ხორვატია - უნგრეთი 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 მოდრიჩი (5), 2:0 პეტკოვიჩი (24), 3:0 პერიშიჩი (55, პენ)

სლოვაკეთი - უელსი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მური (25), 1:1 კუცკა (53)

G ჯგუფი

ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა G ჯგუფშიც, სადაც ექვსიდან ხუთი და მათ შორის ოთხი რეალურ შანსს ინარჩუნეს. ისრაელის ნაკრებსაც ჰქონდა ხსენებული რეალური შანსი, მაგრამ ვენაში ავსტრიასთან მარცხი განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ ერან ზაჰავის გოლით თავიდან იგებდა. ებრაელებს 8 ქულა დარჩათ და მეხუთე ადგილზე არიან, ხოლო ავსტრიამ მეორე საფეხურზე გადაინაცვლა 13 ქულით.

სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ელიფ ელმასის დუბლით სლოვენია 2:1 დაამარცხადა დიდებული შანსი გაუჩნდა ფინალურ ეტაპზე ერთად ლიგის გარეშე მოხვდეს. ჯგუფს კი, პოლონეთი ლიდერობს, რომელმაც რიგაში რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქით, რომელიც უბრალოდ საოცარ ფორმაშია, 3:0 მოიგო.

სატურნირო ცხრილში კი, შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, მეტად საინტერესო ვითარებაა: პოლონეთი 16 ქულით ლიდერია, ავსტრიას 13 ქულა აქვს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სლოვენიას 11-11, ისრაელს - 8.

ავსტრია - ისრაელი 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ერან ზაჰავი (34), 1:1 ლაზარო (41), 2:1 ჰინტერეგერი (56), 3:1 ზაბიცერი (88)

ჩრდ. მაკედონია - სლოვენია 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ელმასი (50), 2:0 ელმასი (68), 2:1 ილიჩიჩი (90, პენ)

ლატვია - პოლონეთი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (9), 0:2 ლევანდოვსკი (13), 0:3 ლევანდოვსკი (76)

I ჯგუფი

თუ ზემოხსნებულ სამ ჯგუფში ჯერ არაფერი გარკვეულა, სამაგიეროდ, I ჯგუფში ყველა კითხვაზე პასუხი ცნობილია და ამასობაში ევროპის ჩემპიონატის საგზურის პირველი მფლობელიც გაირკვა. ბელგიის ნაკრებმა 7 ტურში მაქსიმუმი გამოადნო, 21 ქულა მოიპოვა და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოფიციალურად, ევროპის ჩემპიონაზე ვიხილავთ. რობერტო მარტინესის გუნდმა სან მარინოს რაც დამართა, ცალკე აღნიშვნის ღირსია - 9:0. სან მარინო ცალსახად ევროპის უსუსტესი ნაკრებია, მაგრამ 9 გოლსაც გატანა ხომ უნდა?

ამ ჯგუფიდან მეორე იღბლიანის ვინაობა ჯერ არ ვიცით, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. რუსეთმა შინ შოტლანდია 4:0 გაანადგურა, 18 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ კვიპროსს, რომელმაც ყაზახეთში იმარჯვა (2:1) 8 ქულით უსწრებს. ცხადია, სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდს არ უნდა გაუჭირდეს ჯგუფური ეტაპის დაძლევა. მომდევნო ტურში სწორედ კვიპროსს ესტუმრება და თუნდაც ერთი ქულა ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს.

ყაზახეთი - კვიპროსი 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ერლანოვი (34), 1:1 სოტირიუ (73), 1:2 იოანუ (84)

ბელგია - სან მარინო 9:0 (6:0)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (28), 2:0 შადლი (31), 3:0 ბროლი (35, ა.გ), 4:0 ლუკაკუ (41), 5:0 ალდერვეირელდი (43), 6:0 ტილემანსი (45), 7:0 ბენტეკე (79), 8:0 ვერშაერენი (84, პენ), 9:0 კასტანე (90)

რუსეთი - შოტლანდია 4:0 (0:0)

გოლები: 1:0 ძიუბა (57), 2:0 ოზდოევი (70), 3:0 ძიუბა (70), 4:0 გოლოვინი (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.237355