ფეხბურთი

1:38 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

U21: საქართველო შვეიცარიაში დანაკლისით ჩავიდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შვეიცარიაშია, სადაც მატჩისწინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელი პროცესი ვინტერთურის სტადიონზე გაიმართა.

გია ცეცაძის გუნდი მოახლოებულ მნიშვნელოვან მატჩს დანაკლისით ხვდება, რადგან ტრავმების გამო მარცხენა მცველები ლუკა ლაკვეხელიანი და ლევან ხარაბაძე ვერ ითამაშებენ. მოგეხსენებათ, ხარაბაძე ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმო შვეიცარიასთან მატჩისთვის, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა დაზიანება ჯერ კიდევ „ციურიხში“ მიიღო, სადაც ბოლო თამაშიც გაუცდა.

დანაკლისი გია ცეცაძემ იური ტაბატაძის („საბურთალო“) და ვახტანგ ნებიერიძის („ტორპედო“) გამოძახებით შეავსო.

მთლიანობაში ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა, გორი)

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძოწენიძე (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო, ქუთაისი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი კუცია (დილა, გორი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი)

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ორ ტურში მოპოვებული 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო შვეიცარიასთან საგარეო მატჩს 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე ჩაატარებს.

0.112398