ფეხბურთი

21:58 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კორეამ "ლაციოსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა ხოაკინ კორეამ "ლაციოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია რომაული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი იტალიურმა კლუბმა 2018 წლის აგვისტოში "სევილიადან" 15.3 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში კორეამ 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს კი არგენტინელმა რვა შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.413727