ფეხბურთი

21:30 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანსუ ფატის ესპანეთის ნაკრებში მწვანე შუქი აუნთეს

კატალონიის „ბარსელონას“ შემტევ ანსუ ფატის ფიფამ მწვანე შუქი აუნთო და ამიერიდან ესპანეთის როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებებში თამაში შეეძლება.

16 წლის ფეხბურთელი გვინეა-ბისაუში დაიბადა და ამ ქვეყნის გარდა, პორტუგალიის ნაკრებშიც შეეძლო თამაში, თუმცა თავად ესპანეთი აირჩია:

ბოლო საათებში ფიფადან გვაცნობეს, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია იქნა მიღებული, რაც ნიშნავს, რომ ანსუ ფატის ესპანეთის სახელით თამაში შეუძლია თუ მწვრთნელები მის გამოძახებას საჭიროდ ჩათვლიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანსუ ფატი მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატისთვის ნაკრებში გამოძახებული არაა, შედეგად, „ელ კლასიკოს“ გამოტოვება არ მოუწევს. სამაგიეროდ, არაა გამორიცხული, რომ კატალონელთა ახალ ტალანტს ეროვნულ ნაკრებში ნოემბერში უხმონ.

0.116027