ფეხბურთი

15:44 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმის სტადიონის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, მინდვრის საფარის დაგების წინამოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად დაიწყო, რომლისთვისაც „პოას“ ჯიშის ბალახია გამოყენებული.

პარალელურად, შიდა სარემონტო სამუშაოები გრძელდება, ეყობა გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დოპინგ ოთახები.

მოედნის ფასადის მოსახვა და გადახურვა არქიტექტურული მემბრანით სასრულდა. გარე პერიმეტრზე კი, 1 200 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობა იგეგმება. ამასთან, მოედანი სრულადაა ადაპტირებული და ეტლით მოსარგებლე პირებისთვის 60 ადგილია გამოყოფილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125052