ფეხბურთი

11:52 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი“ ერიკსენს ზამთარში შეიძენს

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველს, კრისტიან ერიკსენს, კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება. მაგრამ, შეიძლება უკვე ამ ზამთარს, მადრიდის „რეალში“ გადავიდეს.

Marca-ს ცნობით, დანიელმა შეიძლება მომავალ იანვარს „სამეფო კლუბის“ მაისურა მოირგოს.

„დეზების“ მფლობელებს მისი უფასოდ გაშვება არ სურთ და შეეცდებიან ზამთარში რაიმე თანხა მაინც აიღონ მასში.

„რეალის“ ხელმძღვანელები კი დარწმუნებული არიან, რომ შუა ხაზის გაძლიერება სჭირდებათ. მით უმეტეს, ერიკსენის დონის მოთამაშეს უმნიშვნელო თანხად სხვაგან სად იშოვნიან.

წინა დღეებში ბრიტანულმა ტაბლოიდებმა დაწერეს, რომ ერიკსენი იმ ხუთი ფეხბურთელის სიაშია, რომლებსაც „ტოტენჰემი“ ზამთრის სარტანსფერო ფანჯრისას გაყიდის.

0.113396