ფეხბურთი

3:30 | 10.10.2019 | ნანახია 899 - ჯერ

რაკიტიჩი: "ბარსელონა" საუკეთესო გუნდია, მაგრამ თამაში მინდა"

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარცველი ივან რაკიტიჩი კლუბში თავისი ყოფით უკმაყოფილოა. 31 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩიდან მხოლოდ 5 ჩაატარა და სასტარტო შემადგენლობაში ერთადერთხელ ითამაშა.

რაკიტიჩი ამბობს, რომ თამაში უნდა და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, კლუბს დატოვებს.

„არ ვიცი რა მოხდება. ამჟამად რთულ ვითარებაში ვარ, რადგან თამაში მინდა და არამხოლოდ გუნდის ნაწილად ყოფნა. ყველაფერს გავაკეთებ სიტუაციის შესაცვლელად მომდევნო მატჩებში. ორწლიანი კონტრაქტი მაქვს და „ბარსელონაზე“ უკეთესი ადგილი არ არსებობს, საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, მაგრამ ვიმეორებ, თამაში მჭირდება.

„ბარსელონასთვის“ საუკეთესო მინდა, მაგრამ ასევე მინდა, რომ მოედანზე ვიბრძოლო. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, კლუბის ხელმძღვანელობასთან დავილაპარაკებ“, - თქვა რაკიტიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ფეხბურთელი ზაფხულში „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ამჯერად კი, ყველაზე აქტიურად „ინტერს“ უკავშირებენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:09 | 10.10.2019
ბაბუ პერესი (16691)

ეს კი არა ბუსკეციც დასაჯენია სკამზე.ძლივს დადის ბუსკეცი უკვე,საერთოდ არ მოძრაობს და ანელებს გუნდის შეტევებს.ინტერის თამაშის მერე ვთქვი ცოტა აზრზე მოსვლა ჭირდება ბუსკეცს და დასაჯენია სკამზეთქო და დააჯინა კიდეც იგივე სევილიასთან მომდევნო თამაშში სკამზე ვალოდიამ.ვიდალია დღეს მაგარ ფორმაში და დეიონგი-არტური-ვიდალის ცენტრია დღეს ოპტიმალური ვარიანტი ბარსელონასთვის,თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება მალევე შეიცვალოს სიტუაცია და იგივე ბუსკეცმა დაიბრუნოს ფორმა რითაც დაბრუნდება კიდეც ძირითადში

20:05 | 10.10.2019
ბაბუ პერესი (16691)

აღარ გამოვა შენი ბარსელონაში სტაბილურად თამაში ჯიგარო.სკამიდან შემოსვლაც უნდა იკმარო)))

0.121054