ფეხბურთი

0:45 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "იმედი მაქვს ირლანდიას გულშემატკივრებთან ერთად დავამარცხებთ"

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. მოახლოებული მატჩების წინ კომენტარი გიორგი ქვილითაიამ გააკეთა, რომელმაც ირლანდიასთან შეხვედრაზე ისაუბრა და გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

„რა თქმა უნდა, ირლანდია უხერხული მეტოქეა და სამწუხაროდ, მათთან ჯერ არ მოგვიგია. მიმდინარე წელს, ბოლო საშინაო მატჩის გამართვა სწორედ მათ წინააღმდეგ გვიწევს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გულშემატკივართან ერთად ირლანდიის დამარცხებას და სამი ქულის მოპოვებას შევძლებთ.

რაც შეეხება ჩემს სათამაშო ფორმას, საბედნიეროდ ტრავმა აღარ მაწუხებს და ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვარ. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებს ჩემი შედეგიანი თამაშით დავეხმარები", - ციტირებს ქვილითაიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ირლანდიის მატჩი 12 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“, 17:00 საათზე დაიწყება.

0.117291