ფეხბურთი

11:24 | 9.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი: „ნოიერი პირველი ნომერია“

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ბაიერნის“ კარის დარაჯი, მანუელ ნოიერი, ბუნდესნაკრებშიც პირველი ნომერი მეკარეა. მოგეხსენებათ, ამას წინებზე, „ბარსელონას“ კიპერმა, მარკ - ანდრე ტერ შტეგენმა, უკმაყოფილება გამოთქვა მისი სათადარიგოობის გამო.

„ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: მანუელ ნოიერი ჩვენი კაპიტანია და შესაბამისად, ამ ეტაპზე ის პირველი ნომერი მეკარეა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ცხადია.“ - უთხრა ლიოვმა Kicker-ს.

0.118385