შანხაის მასტერსზე როჯერ ფედერერმა პირველი შეხვედრა მოიგო. 1/16-ფინალში შვეიცარიელმა ესპანელი ალბერტ რამოსი 6:2, 7:5 დაამარცხა. მატჩი საათსა და 26 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში რამოსი ბრეიკით 2:1-ს იგებდა, მაგრამ როჯერმა ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო. მეორე პარტიის ტაი-ბრეიკზე რამოსი 4:1-ს იგებდა, მაგრამ როჯერმა 7:5 იმარჯვა.
ურთიერთშეხვედრებში ანგარიში როჯერის სასარგებლოდ 2:1 გახდა.
მომდევნო ეტაპზე შვეიცარიელი გოფინი-კუკუშკინის გამარჯვებულს შეხვდება.