ფეხბურთი

18:58 | 8.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" იანვარში ხუთი ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა

პრემიერლიგაში 8 ტურის შემდეგ 11 ქულა, ჩემპიონთა ლიგაზე 2 მატჩში 1 ქულა და ინგლისის ლიგის თასიდან ნაადრევი და მოულოდნელი გამოვარდნა. „ტოტენჰემისთვის“ სეზონი პრაქტიკულად კატასტროფულად დაიწყო. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც „ბაიერნთან“ და „ბრაიტონთან“ ბოლო ორ მატჩში „დეზებმა“ 10 გოლი გაუშვეს.

ბრიტანული მედია კი, კლუბში ძირეულ ცვლილებებზე ალაპარაკდა. Times-ი იტყობინება, რომ იანვარში „ტოტენჰემმა“ ხუთი ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა.

შავ სიაში პირველი კრისტიან ერიკსენი წერია, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ლონდონელები მის სანაცვლოდ ფინანსური მოგებას ელოდებიან. დანიელს „რეალსა“ და „მანჩესტერს“ ზაფხულშიც უკავშირებდნენ, მაგრამ ლონდონში ამ დრომდე მოუწია დარჩენა. სავარაუდოდ, დროებით.

წამსვლელთა სიაში არიან ნახევარმცველები ერიკ დაიერი და ვიქტორ ვანიამა, რომელიც ასევე ზაფხულში ერთ ნაბიჯში იყო კლუბის დატოვებასთან. „ტოტენჰემის“ გეგმებში მათ გარდა განაპირა მცველები, სერჟ ორიე და დენი როუზიც არ ჯდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119608