ქართველი ლეგიონერები

18:30 | 8.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიის ჩემპიონატს ქართველები ლიდერობენ (+VIDEO)

მაკედონიის ხელბურთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ქართველი ხელბურთელების ორივე კლუბმა გაიმარჯვა: ირაკლი კბილაშვილისა და რევაზ ჭანტურიას მეტალურგმა სტუმრად 43-27 მოუგო რაბოტნიჩკის, ხოლო ლექსო წითელიშვილის ოჰრიდმა ასევე მეტოქის მოედანზე დაამარცხა ვარდარ-ჯუნიორი, 28-23.

შედეგად, მეტალურგი 13 ქულით (4 მოგება, 1 ფრე) ლიდრობს, ხოლო ოჰრიდი 4 მოგებითა და 12 ქულით მეორე ადგილზეა. რაბოტნიჩკი - მეტალურგის მატჩში ჭანტურიამ 7 გოლი გაიტანა, კბილაშვილმა 6.

ვიდეო. კბილაშვილის და ჭანტურიას გოლები:

https://www.youtu.be/Mz2Q6EwvWIs

წითელიშვილს მხრის ტრავმა ჰქონდა და მწვრთნელმა მხოლოდ დაცვაში ათამაშა, თუმცა ამ სეზონში მას უკვე დაუგროვდა 13 გოლი, ჭანტურიას - 14, კბილაშვილს - 11.

მომდევნო ტურში, შაბათს, მეტალურგი მასპინძლობს სტრუგას, ოჰრიდი - ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, სკოპიეს ბუტელს. მეტალურგი ევროტურნირებზეც თამაშობს და ნოემბერში EHF თასის საკვალიფიკაციო რაუნდი აქვს. მოგების შემთხვევაში კლუბი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

ხელბურთი. მაკედონია, სუპერლიგა. 5 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1. მეტალურგი 13, 2. ოჰრიდი 12, 3. ბუტელ სკოპიე 12, 4. პროლეტ სკოპიე 10 (4 თამაშიდან) – რადოვიში 9, 6. პელისტერი 4 (4), 7. რაბოტნიჩკი 4, 8. ვარდარ-ჯუნიორი 3, 9. სტრუგა 1, 10. მეტალურგი-2 1 (ფინალურ ეტაპზე გადის 4 გუნდი და ვარდართან და ეუროფარმ-რაბოტნიკთან ერთად გაითამაშებს ქვეყნის ჩემპიონობას)

0.133583