ფეხბურთი

17:23 | 8.10.2019 | ნანახია 0 - ჯერ

პოგბა დუბაიში

პოლ პოგბამ ნიუკასლთან ბოლო სამარცხვინო მატჩი გამოტოვა, რომელშიც მისმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 0:1 წააგო და პრემიერლიგის ცხრილში მე-12 ადგილამდე გაქვეითდა. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში. ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი ახლა დუბაიშია და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება ლივერპულთან მომავალო მატჩისთვის, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება „ოლდ ტრაფორდზე.“

The Sun - ის ფოტორეპორტიორებმა ის დუბაიში დააფიქსირეს, 37 გრადუს სიცხეში როგორ მუშაობს ინტენსიურად სავარჯიშო ველოსიპედზე. მარჯვენა ფეხზე სამედიცინო ფეხსაცმელი აცვია, ტანზე კი მანჩესტერის ეკიპირება. იქვე ჩანს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, 828 მეტრიანი ბურჯ-ჰალიფა.

მიმომხილველი აღნიშნავს, ბურჯ-ჰალიფა ხომ მაღალია, მაგრამ პოგბას და „მანჩესტერს“ უფრო მაღალი პრობლემები აქვთო.

პოგბამ გუნდის ხელმძღვანელობისგან მიიღო ნებართვა სარეაბილიტაციო პერიოდი ცხელ დუბაიში გაეტარებინა. ის „ლივერპულთან“ შემდეგი ტურის მატჩისთვის საგანგებოდ ემზადება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.061299