ფეხბურთი

13:27 | 8.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერმა სეზონის სტარტზე პოგბას თამაში შეაფასა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა, თავისი თანამემამულის, პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში შეაფასა სეზონის სტარტზე.

„უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ ტრავმის შემდეგ პოგბა მომდინარე სეზონში ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ ყოფილა. არადა, დიდი ფიზიკური პოტენციის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ.

როცა მოთამაშეს კლუბიდან წასვლა უნდა, მას კი აყოვნებენ, დროა საჭირო ურთიერთობების კვლავ აღსადგენად, რომელიც სატრანსფერო ისტორიისას დაზარალდა.

პოგბა ისე იქცევა, თითქოს წინასწარ იცის, რომ „მანჩესტერთან“ ერთად ვერაფერს მოიგებს.“ - ციტირებს ვენგერის სიტყვებს beIN Sports.

0.119257