ფეხბურთი

9:08 | 8.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი სტარტის მიუხედავად, „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა სულშერს მაინც ენდობა

მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერს“ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს, კლუბის ხელმძღვანელობა, მთავარ მწვრთნელს, ულე გუნარ სულშერს მაინც ენდობა - წერს Daily Mail.

რვა ტურის შემდეგ, „ეშმაკუნებს“ მხოლოდ 9 ქულა მოუგროვდათ, რაც გასავარდნ ზონაზე ორით მეტია. ამასთან, „იუნაიტედს“ პრემიერლიგაში სტუმრად თებერვლის შემდეგ აღარ გაუმარჯვია. ხოლო პირველ ტურში „ჩელსისთან“ მოგების შემდეგ (4:0), გუნდს ერთი ბურთის მეტი ვეღარ გააქვს.

მომავალ ტურში, 20 ოქტომბერს, „მანჩესტერი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 8 ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგი აქვს.

სტატისტიკა
0.296999