ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ჩვენებურის თამაში Instat Index-მა და Match Premier-მა გამოარჩია. გარდა ამისა, დავითაშვილი „რუბინის“ გულშემატკივართა აზრით, „ტამბოვთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
ქართველმა ხმების 62% მიიღო და მეორე ადგილზე გასულ იგორ კონოვალოვს კი, მხოლოდ 6% ერგო.
შეგახსენებთ, დავითაშვილმა „რუბინის“ მაისურით სადებიუტო გოლი გასულ შაბათს გაიტანა.