ფეხბურთი

20:03 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" გერმანიის შემდეგ საფრანგეთს დაუპირისპირდა: "მათი ქცევა გამაღიზიანებელია"

მიუნხენის „ბაიერნსა“ და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის ვითარება დაიძაბა. ფრანგები „რეკორდმაისტერს“ ლუკას ერნანდესის გათავისუფლებას სთხოვენ, მაგრამ გერმანული გუნდი ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში გაშვებაზე უარს ამბობს.

ლუკასს ტრავმა აქვს, რის გამოც ბოლო მატჩები გამოტოვა და მიუნხენელებს სურთ, რომ ეს პერიოდი გუნდთან ერთად გაატაროს, მაგრამ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასაც უნდა, რომ ერნანდესი დიდიე დეშამის გუნდში გამოცხადდეს.

„გამაღიზიანა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ქცევამ. მინდა აღვნიშნო, რომ ლუკას ერნანდესმა გამოტოვა ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემთან“ და ბუნდესლიგაში „ჰოფენჰაიმთან“ მატჩები. ასე, რომ დიდიე დეშამის განცხადებები, რომლის თანახმად, ლუკასი მზად იქნებოდა თუნდაც ერთი ფეხით სათამაშოდ, გამიკვირდა. ჩვენ რეგულარულად ვაგზავნით საფრანგეთის ნაკრებში ტოლისოს, კომანსა და პავარს. ფიფას წესების შესაბამისად, ერნანდესის შემთხვევაში უფრო მეტ გაგებას ველოდით, როგორც ეს მაგალითად, გერმანიამ გააკეთა ტონი კროოსის, იონას ჰექტორისა და სხვების შემხთხვევაში“, - თქვა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ცოტა ხნის წინ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასაც დაუპირისპირდა და ული ჰიონესმა თქვა, რომ თუ მანუელ ნოიერი "ბუნდესნაკრების" ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავდა, „ბაიერნი“ გერმანიის ნაკრებში ფეხბურთელებს აღარ გაგზავნიდა.

0.111922