ფეხბურთი

13:12 | 7.10.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ზღაპრული დებიუტი (+VIDEO)

საოცნებო დებიუტი პრემიერლიგაში. „ნიუკასლის“ 19 წლის ფეხბურთელმა მათი ლონგსტაფმა ინგლისის ელიტარულ ლიგაში პირველად ითამაშა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ გამარჯვების გოლი გაუტანა.

ლონგსატაფმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, მოედნის ცენტრში მოქმედებდა, სადაც საკუთარ ძმას შეან ლონგსტაფთან იყო შეწყვილებული.

„წუხელ დასაძინებლად წავედი და ამ ყველაფერზე ვოცნებობდი. მაგრამ როდესაც ამ სიტუაციაში ხარ, არასდროს ფიქრობ, რომ ეს შეიძლება მართლა მოხდეს“, - თქვა მათიმ თამაშის შემდეგ.

მისი ძმა შეანი კი ცრემლებით აღივსო: „ერთი წამით შევჩერდი, ცრემლები მოვიწმინდე“, - აღნიშნა მათის ძმამ.

აღსანიშნავია, რომ ლონგსტაფის ბიძა ცნობილი ფეხბურთელი იყო - ალან ტომპსონი. მასაც თავის დროზე პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი „ნიუკასლის“ მაისურით ჰქონდა, შემდეგ კი „ბოლტონში“, „ასტონ ვილაში“, „სელტიკსა“ და „ლიდს იუნაიტედში“ საკმაო წარმატებული კარიერა ჰქონდა.

მათი „ნიუკასლის“ ყველაზე ახალგარდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა (19 წლის და 199 დღის). საინტერესოა, რომ ეს კარის ჩარჩოში პირველივე დარტყმით მოახერხა.

ამასთან, ლონგსტაფი რიგით მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგაში „მანჩესტერს“ გამარჯვების გოლი გაუტანა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ჯერმეინ დეფოს აქვს, რომელმაც 2001 წლის დეკემბერში, „ვესტ ჰემის“ რიგებში „წითელ ეშმაკებს“ გამარჯვების გოლი 19 წლისა და 62 დღის ასაკში გაუტანა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:04 | 03.06.2024
mushni (93559)

ვახჩობდი ტვნასI

04:04 | 03.06.2024
mushni (93559)

ეუფ

04:04 | 03.06.2024
mushni (93559)

მაგარაი სტანოკია

19:27 | 21.05.2024
Buratino (3505)

ეს ასე ჩამოფასდა რომ უკვე 12 დოლარიანია ანუ ამ ფასად გაიხდის?!

04:04 | 03.06.2024
mushni (93559)

5დოლარად ჩVENჩ მოგვცემს

17:42 | 14.05.2024
KoRBeN DaLLaS (24838)

ეხლანდელ კურსს თუთაშხიასდროინდელს თუ შევადარებთ და ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, საინტერესოა ვინ უფრო მეძვირეა გახდაში - ვანდა თუ კიკუ ?

01:19 | 19.05.2024
mushni (93559)

გააპობდი

12:05 | 22.05.2024
KoRBeN DaLLaS (24838)

ეჰ, რისი გამპობი ვარ მუშნი ბრო ?! )))
ამან რომ წელსქვევით გახდილი დამინახოს, მოკვდება სიცილით ))))

04:01 | 03.06.2024
mushni (93559)

Dდდდ

0.076146