კალათბურთი

11:59 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის გრან კანარიამ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”, რომელსაც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გამარჯვება არ ჰქონდა, პირველი 2 ქულა მოიპოვა. კანარის კუნძულელები მესამე ტურში სტუმრად “მანრესას” შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით – 75:74 დაამარცხეს.

მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის პირველი ნახევარი სტუმრებმა 7 ქულით მოიგეს. სწორედ 7 ქულით იმარჯვეს მანრესელებმა მესამე პერიოდში და ბოლო ათწუთეულში ყველაფერი ახლიდან დაიწყო. გადამწყვეტი პერიოდი კანარის კუნძულელებმა 19:18 მოიგეს და შეხვედრაც სათავისო ანგარიშით დაასრულეს.

გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო ბექა ბურჯანაძემ, რომელმაც 25 წუთი ითამაშა. ამ დროში 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. გამარჯვებაში კი, 18-ქულიანი წვლილი იოანის ბურუსისმა შეიტანა. მან 19 წუთში 18 ქულას მოუყარა თავი.

GBF.GE

0.113575