„სიტიმ“ ისევ წააგო. ამჯერად შინ „ვულვერჰემპტონთან.“ მანამდე იყო მარცხი „ნორვიჩთან,“ ფრე „ტოტენჰემთან.“ მოკლედ, მიმდინარე სეზონში გვარდიოლას შეგირდები ჯერჯერობით „ის სიტი“ არ არიან, რაც შარშან იყვნენ. „ლივერპულმა“ მათ უკვე 8 ქულით გაუსწრო.
თუმცა, ნუ ვიჩქარებთ, კლოპის გუნდი გვარდიოლასას, გასულ სეზონშიც კარგა ხანს უსწრებდა შვიდი ქულით, ჩემპიონები კი ისევ მანჩესტერელები გახდნენ.
უფრო დასაფიქრებელი ის არის, რომ „სიტი“ ერთობ არასტაბილურად ირჯება ბოლო დროს, დიდებულ, უხვგოლიან გამარჯვებებს უსახურ მატჩებს უნაცვლებს. ამჯერადაც, აგუეროს და სტერლინგს თითქოს ეძინათო. ერთი დავიდ სილვამ მოსინჯა მოწინააღმდეგის ხარიხის საიმედოობა.
სტუმრებს კი მწვავე კონტრშეტევები გამოსდიოდათ. დაცვაშიც ყოჩაღად თამაშობდნენ და ამისათვის დასაჩუქრდნენ კიდეც: ბოლო 14 წუთის ინტერვალში ადამა ტრაორემ ორჯერ გაიტანა და „ქალაქელებს“ უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა.
მთავარი ის არის, რომ „მგლებს“ ეს გამარჯვება ეკუთვნოდათ.
„თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ სწრაფი კონტრშეტევები გვეპარებოდა. ბურთის გათამაშებისასაც შეგვექმნა პრობლემები. მოკლედ, ჩვენი დღე არ იყო.“ - უთხრა მერე გვარდიოლამ ВВС-ს.
„არსენალი“ უკვე ზედიზედ მერვე მატჩია აღარ აგებს, ყველა ტურნირში. „მეთოფეებმა“ ამჯერადაც ხარისხიანად ითამაშეს. „ბორნმუთს“ ყველა ასპექტში აჯობეს. მართალია, მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანეს (თავი დავიდ ლუისმა გამოიჩინა), მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში ბურთსაც აკონტროლებდნენ და შეცდომაც არ დაუშვიათ.
“ჩელსი“ ნელ-ნელა ალაგებს თამაშს. ამჯერადაც, ლამპარდის გეგმამ გაამართლა. 25-ე წუთისთვის ლონდონელები ორბურთიანი სხვაობით იგებდენ. გოლები „არისტოკრატების“ ახალგაზრდებმა, აბრაჰამმა და მაუნტმა გაიტანეს.
ერთ ეპიზოდში სტუმართა მცველი ზუმა შეცდა და ინგზმა ერთი ბურთი გაქვითა. ვითარება თითქოს დაიძაბა, მაგრამ ტაიმის მიწურულს კანტემ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. მეორე ტაიმში კი სტუმრებმა შესანიშნავად გააკონტროლეს ბურთი, „წმინდანებს“ მომენტიც არ ჰქონიათ. ბოლოსკენ კი მინდორზე ხუთი წუთის შესულმა ბატშუაიმ ანგარიში მთლად გამანადგურებელი გახადა - 1:4.
წააგო მეორე მანჩესტერმაც. „იუნაიტედი“ აგრძელებს ბოლო წლებში ყველაზე სუსტ სტარტს. ამჯერად „ეშმაკუნები“ „ნიუკასლმა“ დაამარცხა, რომელიც აქამდე ბოლოსწინა ადგილზე იყო. თანაც, ვერ ვიტყვით, რომ სტივ ბრიუსის შეგირდებმა გამარჯვება არ დაიმსახურეს. ბურთსაც მეტად ფლობდნენ და ერთობ სახიფათოდ კონტრუტევდნენ. ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე გავიდა, ავტორი მეტ ლონგსტაფი გახლავთ. მერე სტუმრები დაფაცურდნენ, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდათ. სულშერის სკამი ნელ-ნელა ირყევა.
ისე, საინტერესო ვითარებაა პრემიერლიგის ცხრილში. თუ „ლივერპულს“ არ ჩავთვლით, მეორედან მეექვსე ადგილამდე, გუნდებს შორის სხვაობა, მხოლოდ ორი ქულაა.
ინგლისი
პრემიერლიგა. 6 ოქტომბერი
არსენალი - ბორნმუთი 1:0
ლონდონი. „ემირეითსი.“ 60 326
1:0 დავიდ ლუისი (9)
არსენალი: ლენო, ჩემბერსი, პაპასტატოპულოსი, დავიდ ლუსი, კოლაშინაცი, ჯაკა, გენდუზი, სებალიოსი (უილოკი 74), პეპე (მარტინელი 63), საკა (ტორეირა 83), ობამეიანგი
მწვრთნელი: უნაი ემერი
ბორნმუთი: რემსდეილი, სტეისი (ფრენსისი 79) კუკი, აკე, რიკო, ჰარი უილსონი (გრუნვილდი 79), ლერმა, ბილინგი, კინგი, სოლანკე (ფრეზერი 63), კალუმ უილსონი
მწვრთნელი: ედი ჰოუ
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გაფრთხილება: მარტინელი (72); ბილინგი (13), სტეისი (29)
სიტი - ვულვზი 0:2
მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 435
0:1, 0:2 ტრაორე (80, 90+4)
სიტი: ედერსონი, უოკერი (ზინჩენკო 46), ოტამენდი, კანსელუ, ფერნანდინიო, როდრი, გიუნდოგანი, სტერლინგი, დავიდ სილვა (ჟეზუსი 75), მაჰრეზი (ბერნარდუ სილვა 60), აგუერო
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
ვულვზი: პატრისიუ, საისი (ბენეტი 13), კოდი, ბოლი, ვინაგრე (კასტრო 74), ტრაორე, ნევეში, მოუტინიუ, დენდონკერი, კუტრონე (დოჰერტი 68), ხიმენესი
მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ
მსაჯი: კრეიგ პოუსონი
გაფრთხილება: როდრი (50), კანსელუ (50), ედერსონი (62), გიუნდოგანი (71), ფერნანდინიო (77); ნევეში (94), მოუტინიუ (86)
საუთჰემტონი - ჩელსი 1:4
საუთჰემპტონი. „სენტ მერის.“ 31 473
0:1 აბრაჰამი (17), 0:2 მაუნტი (24), 1:2 ინგზი (30), 1:3 კანტე (40), 1:4 ბატშუაი (89)
საუთჰემპტონი: განი, ბერტრანი, ბედნარეკი, ვალერი, იოშიდა, ჰაიბერგი, უორდ-პროუსი, რომეუ, რედმონდი (ბუფალი 81), ლონგი (ობაფემი 73), ინგზი (ადამსი 81)
მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი
ჩელსი: კეპა, ზუმა, ასპილიკუეტა, ალონსო, ტომორი, კანტე, ჟორჟინიო, მაუნტი (კოვაჩიჩი 80), ვილიანი, ჰადსონ-ოდოი (პულიშიჩი 80), აბრაჰამი (ბატშუაი 84)
მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი
მსაჯი: პოლ ტირნი
გაფრთხილება: ჟორჟინიო (12)
ნიუკასლი - მანჩესტერი 1:0
ნიუკასლი. „სენტ ჯეიმსიზ პარკი.“ 51 198
1:0 ლონგსტაფი (72)
ნიუკასლი: დუბრავკა, იედლინი, შერი, ლასკელესი, კლარკი, ვილემსი, სენ-მაქსიმენი (ატსუ 82), მეტი ლონგსტაფი, შონ ლონგსტაფი, ალმირონი (კრაფტი 90), ჟოელინტონი (კეროლი 56)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
მანჩესტერი: დე ხეა, დალოტი (როხო 60), ტუანზებე, მაგუაირი, იანგი (ჩონგი 86), მაკტომინეი, ფრედი, პერეირა, ჯეიმსი, მატა (გრინვუდი 66), რაშფორდი
მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი
მსაჯი: მაიკ დინი
გაფრთხილება: იედლინი (15), შერი (47), ალმირონი (65); ფრედი (3), მაკტომინეი (30), როხო (78)