ფეხბურთი

21:52 | 6.10.2019 | ნანახია 508 - ჯერ

საბა ლობჟანიძის საგოლე პასი დანიაში (+VIDEO)

დანიის სუპერლიგაში ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე პასი შეასრულა საბა ლობჟანიძემ. „რანდერმა“ მე-12 ტურში „ორჰუსს“ უმასპინძლა და 2:0 აჯობა, რითაც ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა.

საბამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 87-ე წუთზე ალჰაჯი კამარას გატანაში დაეხმარა. „რანდერსის“ სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ლობჟანიძემ სიერა ლეონელ თანაგუნდელს დროული და ზუსტი პასი გაუკეთა, მეკარეს შეატოვა და მანაც გარჯა დაუფასა (ლობჟანიძის საგოლე პასი ვიდეოში იხილეთ 01:40 წუთიდან - რედ).

ლობჟანიძეს სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

„რანდერსი“ 12 ტურის თავზე 20 ქულით მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ „მიდტიულანდსა“ და „კოპენჰაგენს“ ჩამორჩება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:10 | 06.10.2019
ogafa (10220)

ყოჩაღ წარატებები

22:05 | 06.10.2019
Levan911 (2406)

კარგი ბიჭი ჩანს ეს. მშრომელი , წყნარი,სტაბილური. თავშიც არ უვარდება. იმედია მიეცემა შანსი უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშის. რატომღაც მგონია რომ არც იქ შეირცხვენს თავს. ნაკრებშიც აშკარად უფრო ხშირად იმსახურებს გამოძახებას.

0.12367