ჩოგბურთი

19:45 | 6.10.2019 | ნანახია 391 - ჯერ

ტიმმა China Open-ის ტურნირი მოიგო

China Open-ი ავსტრიელი ჩოგბურთელის დომინიკ ტიმის გამარჯვებით დასრულდა. ტიმმა ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს 3:6, 6:4, 6:1 აჯობა. შეხვედრა ორ საათსა და 13 წუთს გაგრძელდა.

მეორე სეტში სტეფანოსი ბრეიკით 2:1 დაწინაურდა, მაგრამ ტიმმა მალევე უკუბრეიკი შეასრულა, 5:4-ზე მეტოქის ჩაწოდება მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ მესამე პარტიაში კი ბერძენი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, ტიმი კი უფრო ზუსტად თამაშობა.

კარიერაში ავსტრიელმა, ერთეულთა თანრიგში, ATP-ის მე-15 ტიტული მოიპოვა.

ამ გამარჯვებით დომინიკმა 500 სარეიტინგო ქულა და 733 990 ამერიკული დოლარი მოიპოვა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:18 | 06.10.2019
Sport With pleasure (4571)

ვსიო გაოუფიციალურდა ჩემგან ციციპასს ციცინოს ზედ სახელი.

0.137418