ფეხბურთი

17:33 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძის გოლი თურქეთში (+VIDEO)

თურქეთის პირველი ლიგის მეშვიდე ტურში გიორგი არაბიძემ გოლი გაიტანა. „ადანასფორი“ გათამაშების ლიდერ „უმრანიესპორს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

არაბიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 80 წუთი გაატარა მინდორზე. მე-60 წუთზე კი პენალტი გაიტანა და ანგარიშის სხვაობა იმ დროისთვის შეამცირა (1:2, გოლი იხილეთ ვიდეოში 02:35 წუთიდან - რედ), თუმცა სტუმრებმა მარცხისგან თავი მაინც ვერ დაიხსნეს.

გიორგი ბოლო დროს კარგად ათამაშდა და წინა ტურში სამი საგოლე პასიც შეასრულა, ხოლო იქამდე თურქეთის თასზე მოხდენილი ჯარიმაც გაიტანა.

„ადანასპორი“ კი შორსაა კარგი ფორმისგან, რადგან 7 ტურში ერთადერთი გამარჯვება აქვს და 6 ქულით მე-13 ადგილზეა.

0.111225