ფეხბურთი

16:58 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლორისის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" მეკარემ უგო ლორისმა იდაყვი იღრძო. აღნიშნული ინფორმაცია "მამლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ლორისი ლონდონში დაბრუნდება და სარეაბილიტაციო პერიოდის ვადა ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

პრემიერლიგის მერვე ტურში "ტოტენჰემი" "ბრაიტონს" ხვდებოდა და მესამე წუთზე ლორისი უხერხულად დაეცა. თავიდან ბრიტანული მედია ხელის მოტეხვაზე საუბრობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა უგო მძიმე ტრავმა გადაურჩა.

სტატისტიკა
0.271514