ბლოგი

16:15 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკი” “სპარტაკის” ნაცვლად

საქართველოში ალბათ ძალიან ცოტამ იცის, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში მოთამაშე კლუბის – ცხინვალის “სპარტაკის” პარალელურად, კოკოითმა და მისმა რეჟიმმა შექმნა “ალტერნატიული” ცხინვალის “სპარტაკი, რომელიც ერთი პერიოდი რუსეთის ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში გამოდიოდა და ამ დანაშაულებნრივ ფაქტზე რეაგირებას არც ფიფა ახდენდა, არც უეფა.

ჩრდილო-ოსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში შემდეგი გუნდები გამოდიოდნენ: “ესკგმი” ვლადიკავკაზი, დიგორის “დიგორი”, ცხინვალის “სპარტაკი”, ალაგირის “სპარტაკი”, ოლგინსკოეს “ბარსი”, არდონის “არდონი”, ოქტიაბნრსკოეს “ალანია”, ვლადიკავკაზის “მეტალურგი”, ბესლანის “ლიშჩევიკი, ვლადიკავკაზის “სპარტაკი, მოზდოკის “სპარტაკი”, ალაგირი “ალაგირი”, და ხუმალაგის “ხუმალაგი”.

ამ სიაში თვალშისაცემია მსოფლიოს მიერ არაღიარებული ცხინვალის “სპარტაკი” (ნამდვილი “სპარტაკი” იგივე “ცხინვალი“ როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს). მოგეხსენებათ, ფიფას წესდების თანახმად, ერთი ქვეყნის კლუბს ეკრძალება მეორე ქვეყნის ჩემპიონატში თამაში, თუ არ არის შესაბამისი თანხმობა ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას შორის. (საფეხბურთო კლუბ “მონაკოს” მაგალითზე) ასეთი მოგეხსენებათ ჩვენსა და რუსებს შორის არ არსებობს. მაგალითად, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია დღემდე აქტიურად ებრძვის არაღიარებულ ჩრდილო კვიპროსის კლუბებს და ისინი ვერ იღებენ მონაწილეობას თურქეთის ჩემპიონატში.

რუსეთის პრემიერლიგის შემდეგ, სადაც “სპარტაკი”, “ზენიტი” დ.ა.შ... ანუ საუკეთესო კლუბები თამაშობენ, მოდის პირველი ლიგა, მის მერე მოდის მეორე ლიგა, რომელიც იყოფა სამხრეთ, დასავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ. ზონებად, სადაც გუნდები რეგიონალური პრინციპით ხვდებიან, ამის ქვევით მოდის მე-4 ლიგა, ანუ რესპუბლიკური პირველობები. მაგალითად: ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ბურიატიის, მოსკოვის ოლქის ჩემპიონატები და სხვა... მათ შორის არის ჩრდილო-ოსეთის ჩემპიონიც. ამ ჩემპიონატში გამარჯვებული ხვდება მე-2 ლიგის სამხრეთ ზონაში.

1993 წლიდან გამოდის ცხინვალის გუნდი რუსეთის ჩემპიონატში და 1994, 1995 და 2005 წლებში პირველ ადგილზეც კია გასული, მაგრამ უსახსრობისა და გაპარტახებული ინფრასტრუქტურის გამო შემდგომ ლიგაში არ იქნა დაშვებული. თან მაშინ ვის რაში სჭირდებოდა მხოლოდ პრობლემების შემქნელი სეპარატისტების გუნდი მაღალ ლიგაში…

ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება კი ბოლო დროს მთლად გათავხედდა და ამბობენ: ჩვენ რუსეთის დახმარებით ფიფამ უნდა გვაღიაროს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უნდა ვითამაშოთო. ეს ერთი შეხედვით სასაცილოა და სეპარატისტებმა ამდენს შეიძლება ვერასოდეს მიაღწიონ, მაგრამ რუსეთის უმაღლეს ლიგასა და ევროთასებზე თამაშს ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ, შეძლებენ. რუსეთის სახელით სავსებით შესაძლებელია რომ ევროთასებზეც გავიდნენ. ყველაზე ამაზრზენი ის იქნება, ვინმე ქართველი ფეხბურთელი რომ იყიდოს სეპარატისტების გუნდმა.

კიდევ საინტერესო ფაქტია, რომ 2005-2006 სეზონში საქართველოს პირველი ლიგის კლუბ თამარაშენის “ლიახვში” თამაშობდა 8 ცხინვალელი ოსი, თუმცა მათ სეპარატისტული ხელისუფლება ოჯახების აწიოკებით დაემუქრა და იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ გუნდიდან. მაშინ თამარაშენს ჩვენ ვაკონტროლებდით და საშინაო თამაშებს “ლიახვის” ფეხბურთელები სახლში თამაშობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11808