თამაშგარე

13:49 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტერეზა ლონგოს მალაყები

კანადაში მოღვაწე წარმოშობით იტალიელი მოდელი, ტერეზა ლონგო შეიძლება სხვათა მსგავსად დიდი კარიერული მალაყებით ვერ გამოირჩევა, მაგრამ “მალაყები“ მან სულ სხვა ამბებში იცის და როგორც ამ საქმის სპეციალისტები ამბობენ, მისი მალაყების საცქერლად “ტყიდან მხეცნი მოვიდიანო“.

კარგად თუკი დააკვირდებით ამ მრავლისმახველი ქალის გარეგნულ შტრიხებს, მერე უკვე აღარ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ახალგაზრდობაში იგი სპორტის ისეთი “არაქალური“ სახეობით იყო დაკავებული, როგორიც ძალოსნობაა და მძიმე საგნების აწევ-დაწევა პრინციპში არც ახლა უჭირს და ეზარება.

სხვათა შორის, ტერეზა ლონგომ რამდენიმე წლის წინ ბედი კონომატოგრაფიაშიც სცადა, მაგრამ მერე კინოს ბოსებმა უთხრეს - მოგვიტევეთ, მაგრამ ქალი კასკადიორების ადგილი უკვე დაკავებული გვაქვს, თქვენი ტელეფონის ნომერი დაგვიტოვეთ და “თუ რამეა“, დედას გეფიცებით დაგირეკავთო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11844