არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი იმედოვნებდა, რომ მას სასამართლო სხდომაზე არ გამოიძახებდნენ, მაგრამ მოსამართლემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
ფეხბურთელს ესპანეთის სასამართლო გადასახადების დამალვას ედავება. მისმა წარმომადგენლებმა გართულებების თავიდან ასაცილებლად “დამალული” 5 მილიონი ევრო გამოაჩინეს და გადასახადი დაფარეს, თუმცა, პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ამით საქმე არ დაიხურება, მისი განხილვა გაგრძელდება და სხდომაზე დასწრება თავად მესისაც მოუწევს.
“გატყობონებთ, რომ მუნიციპალიტეტის მოსამართლისგან დადგენილება მივიღე. მე ადვოკატებთან კონსულტაციები გავიარე და გადავწყვიტე, რომ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ” - წერია ლეოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.