პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც „ლივერპულმა“ „ლესტერს“ 2:1 მოუგო, ორივე გუნდის ფეხბურთლებმა მასობრივი მუშტი-კრივი გამართეს. განსაკუთრბით აქტიურები სტუმარი აიოსე პერესი და მასპინძელები, ჯეიმს მილნერი და ენდრიუ რობერტსონი იყვნენ. ინციდენტი ლესტერელთა კარში 95-ე წუთზე დანიშნულ პენალტს მოჰვა, რომელიც მილნერმა ზუსტად დაარტა და მერსისაიდელებს გამარჯვება მოუტანა.
მალევე ვითარებაში ჩინოვნიკები და ორივე გუნდის მწვრთნელები ჩაერივნენ და ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა.
„95-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის დანიშვნა ნამდვილად შეცდომა იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით.“ - თქვა შემდეგ „მელიების“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა.
შეგახსენებთ, რომ მე-8 ტურის შემდეგ, პრემიერლიგის ცხრილს, 24 ქულით, უდანაკარგო „ლივერპული“ლიდერობს. 14 ქულიანი „ლესტერი“ კი მესამე ადგილზე დგას.