ფეხბურთი

20:10 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" მოუგებელი სერია დაასრულა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩში "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "ტორპედოს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თბილისური გუნდიდან დუბლი დათო კირკიტაძემ შეასრულა.

აღნიშნული გამარჯვებით "რკინიგზელებმა" ეროვნულ ლიგაში წარუმატებელი სერია დაასრულეს. გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში მატჩი ბოლოს 10 აგვისტოს მოიგო და მას შემდეგ ექვს შეხვედრაში ვერ გაიმარჯვა.

აღნიშნული მოგების შემდეგ "ლოკომოტივს" 40 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში ქულებით "ტორპედოს" გაუთანაბრდა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს თბილისური გუნდი თბილისის "დინამოსთან" ჩაატარებს, ხოლო "ტორპედო" "საბურთალოს" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125556