ფეხბურთი

19:35 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლორისმა მძიმე ტრავმა მიიღო (+VIDEO)

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" მეკარემ უგო ლორისმა "ბრაიტონთან" მატჩში მესამე წუთზე ხელის მძიმე ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფრანგი ბურთის მოგერიების დროს ცუდად დაეცა და სავარაუდოდ ხელი მოიტეხა.

მაურისიო პოჩეტინომ BBC-ს განუცხადა, რომ საავადმყოფოდან კარგი ამბავი არ მოსვლია და კლუბი სამედიცინო შემოწმების ანალიზს გაავრცელებს. როგორც ინგლისელი ჟურნალისტი დეს კელი აცხადებს მოედნიდან გაყვანის პროცესში ლორისი ტკივილისგან ყვიროდა და გასაყუჩებლად მორფი გაუკეთეს.

სტატისტიკა
0.256717