იტალიურმა „მილანმა“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და მარკო ჯამპაოლოს შესაძლო დათხოვნის შესახებ ინფორმაცია ლამის ყოველდღე ვრცელდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯამპაოლოს ბედი დამოკიდებული იქნება დღეს, „ჯენოა“ – „მილანის“ მატჩზე და თუ მისი გუნდი ვერ მოიგებს, კარისკენ მიუთითებენ.
Corriere Dello Sport-ი კი წერს, რომ ჯამპაოლო შესაძლოა ჯენარო გატუზომ შეცვალოს, რომელიც „მილანში“ 2017-2019 წლებში მუშაობდა. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ „როსონერის“ პაოლო მალდინი დატოვებს.
როგორც გამოცემა გვამცნობს, მალდინისა და გატუზოს შორის ძველებურად მეგობრული ურთიერთობა აღარ სუფევს და რინო ლომბარდიაში დაბრუნებაზე მხოლოდ მალდინის გუნდიდან აბარგების შემთხვევაში იქნება თანახმა.
გატუზოს გარდა „მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუდი გარსია, კლაუდიო რანიერი და არსენ ვენგერი სახელდებიან.
შეგახსენებთ, შავ-წითლებმა სეზონი საშინლად დაიწყეს, ზედიზედ სამი მარცხი განიცადეს და 6 ტურში მოპოვებული 6 ქულით გასავარდნ ზონასთა იმყოფებიან.