ფეხბურთი

22:50 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე გაბრიელ მარტინელი გამოარჩიეს (+VIDEO)

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩების შემდეგ კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის "არსენალის" ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ მარტინელი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლიეჟის "სტანდარდთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში "არსენალის" თავდამსხმელმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მარტინელი "მეთოფეებმა" ბრაზილიურ "იტუანოდან" 6.7 მილიონ ევროს სანაცვლოდ მიმდინარე წლის ზაფხულში დაიმატა. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა ინგლისური გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე სამი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.117593