კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი ანსუ ფატი ახლოსაა ესპანეთის მოქალაქეობასთან, რაც შესაბამისად, გზას გაუხსნის ესპანეთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებში.
Sport-ის ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მომავალ კვირაში ფიფასგან დადებით პასუხს ელოდება ფატის ნატურალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ოქტომბრის ბოლოს 17 წლის გახდება.
ანსუ გვინეა-ბისაუშია დაბადებული, მაგრამ ესპანეთის სახელით თამაში სურს და სავარაუდოდ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატი დიდ საფეხბურთო სცენაზე მიმდინარე სეზონში ფურორით გამოჩნდა და ასაკის მიუხედავად „ბარსელონას“ რიგებში ორი გოლის გატანა მოასწრო.