ფეხბურთი

18:06 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა ნოიერი-ტერ შტეგენის დუელზე გამოსავალი მოძებნა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა განაცხადა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და მანუელ ნოიერი უახლოეს შეხვედრებში თანაბარ სათამაშო დროს მიიღებენ.

ამით, „ბუნდესნაკრების“ თავკაცმა დროებით ბოლო მოუღო იმ სპეკულაციებს, რომელიც გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის როლის ირგვლილ ისმოდა.

„შევთანხმდით, რომ ტერ შტეგენი 10 ოქტომბერს, არგენტინასთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებს, ხოლო ნოიერი 14 ოქტომბერს, შესარჩევ ეტაპზე ესტონეთთან დაიცვას ჩვენს კარგს. ეს საკითხი თავად ფეხბურთელებთან განვიხილეთ“, - თქვა ლიოვმა.

შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენმა პრეტენზია გამოთქვა ძირითად მეკარეობაზე. საქმე იქამდეც მივიდა, რომ „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი დაიმუქრა, თუ ნოიერი სასტარტოში ადგილს დაკარგავს, გერმანიის ნაკრებში ფეხბურთელებს აღარ გავგაზვნითო.

ლიოვმა კი, ამ ეტაპზე ხსენებული გამოსავალი მოძებნა, თუმცა რამდენად კმაყოფილი დარჩება ორივე მხარე, მომავალი გამოაჩენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115592