ფეხბურთი

17:39 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი "ჯენოასთან" ერთად სკუდეტოს მოგებას აპირებს

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამბიციური განცხადებებით მუდამ გამოირჩეოდა და ხასიათი ასაკის მატების მიუხედავად არ შეუცვლია.

შვედმა თავის მეგობარს, რომელიც „ჯენოას“ გულშემატკივარია, ვიდეოდან მიმართა:

„გამარჯობა რიჩი, მზად ხარ? „ჯენოაში“ მოვდივარ სათამაშოდ და სკუდეტოს საბოლოოდ მოვიგებთ“, - უთხრა იბრამ მეგობარს.

რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, თუმცა ზლატანისგან გამორიცხული მართლაც არაფერია. „ჯენოას“ კი სკუდეტო ისტორიაში 9-ჯერ მოუგია, მაგრამ ეს ყველაფერი გასული საუკუნის დასაწყისში ხდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110192