სანაკრებო პაუზისას, „ბარსელონას“ შემტევი, ლუის სუარესი, კლუბის განკარგულებაში დარჩება და მკურნალობის კურსს გაივლის - გვამცნობს „ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
ამისდაკვალად, სუარესი ურუგვაის ნაკრების ორ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს, ორივეს პერუს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, 12 და 15 ოქტომბერს.
სუარესმა, გასულ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრაში, „ინტერის“ წინააღმდეგ (2:1), 90 წუთი ითამაშა და დუბლით გამოირჩა.
წყაროს ცნობით, სუარესის ბარსელონაში დარჩენის შესახებ, კლუბმა და ნაკრების ხელმძღვანელობამ ადრევე მოილაპარაკეს.