თამაშგარე

10:49 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელმა მწვრთნელმა გრეტა ტუნბერგი შეურაცხყო

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამელიგელი კლუბის, “გროსეტოს“ მთავარმა მწვრთნელმა ტომაზო კასალინიმ როგორც იტყვიან საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გარემოს დამცველზე, გრეტა ტუნბერგზე შეურაცხმყოფელი ფრაზები დაწერა.

იტალიელმა მწვრთნელმა 16 წლის შვედ ეკო-აქტივისტს საკუთარი “ფეისბუქის“ გვერდზე დადებულ პოსტში “პატარა ძუკნა“ უწოდა და ამას ისეთი ამბები მოჰყვა, ბოლოს კასალინი იძულებული გახდა საჯაროდ ბოდიში მოეხადა და ვითარცა ერთი ძველი ქართული ტექსტის გმირს, “თავი დამართ ეცა“.

ტომაზო კასალინის ბოდიშებმა საფეხბურთო კლუბ “გროსეტოს“ ბოსებს გული მაინც ვერ მოულბო და ახალგაზრდა მწვრთნელს დაკავებული თანამდებობა დაატოვებინეს. ამას განცხადებაც მოაყოლეს, სადაც იწერებიან, რომ მსგავს ველურ გამოხდომებს ემიჯნებიან და გრეტა ტუნბერგის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

0.17128