ევროპა ლიგის მეორე ტურის მატჩი „დუდელანჟსა“ და „ყარაბაღს“ შორის 25 წუთით შეწყდა. ამის მიზეზი კი მოედნის თავზე გამოჩენილი დრონი გახლდათ.
30-ე წუთზე „ყარაბაღი“ 2:0 დაწინაურდა, რის შემდგომაც მოედნის ცენტრში დრონი გამოჩნდა, სომხეთის დროშით.
მოგეხსენებათ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობაა და მთავარმა მსაჯმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მხოლოდ 25-წუთიანი პაუზის შემდეგ განაახლა. სხვათა შორის, აზერბაიჯანელი ფეხბურთელები მაშინვე შეეცადნენ დრონისთვის ბურთი მოერტყათ, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო გამოდგა.
თამაში კი, საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა და "ყარაბაღმა" ლუქსემბურგში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 4:1.