ფეხბურთი

21:31 | 3.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა რჩეულებს უხმო

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა "ჩელსის" თავდამსხმელი ტამი აბრაჰამი, რომელიც ბოლოს 2017 წელს გამოიძახეს. ასევე, პირველად გამოიძახეს ფიკაიო ტომორი.

"სამი ლომი" 11 ოქტომბერს ჩეხეთს შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ბულგარეთს დაუპირისპირდება. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი ინფორმაციით, საუთგეიტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ტომ ჰიტონი ("ასტონ ვილა"), ჯორდან პიკფორდი ("ევერტონი"), ნიკ პოუპი ("ბარნლი");

მცველები: ტრენტ ალექსანდრპარნოლდი ("ლივერპული"), ბენ ჩილველი ("ლესტერი"), ჯო გომესი ("ლივერპული"), მაიკლ კინი ("ევერტონი"), ჰარი მაგუაირი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ტაირონ მინგსი ("ასტონ ვილა"), დენი როუზი ("ტოტენჰემი"), ფიკაიო ტომორი ("ჩელსი"), კირან ტრიპიერი ("ატლეტიკო");

ნახევარმცველები: როს ბარკლი ("ჩელსი"), ფაბიან დელფი ("ევერტონი"), ჯორდან ჰენდერსონი ("ლივერპული"), ჯეიმს მედისონი ("ლესტერი"), მეისონ მაუნთი ("ჩელსი"), დეკლარ რაისი ("ვესტ ჰემი"), ჰარი უინკსი ("ტოტენჰემი");

თავდამსხმელები: ტამი აბრაჰამი ("ჩელსი"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯეიდონ სანჩო ("დორტმუნდი"), რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი"), კალუმ უილსონი ("ბორნმუთი");

0.238574