ფეხბურთი

17:47 | 3.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: „იუვენტუსის“ მწვრთნელობისას, მესის იჯარით აყვანა მინდოდა“

„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, ჟურნალისტებს უამბო, რომ თავის დროზე, ძალიან უნდოდა ლიონელ მესის თავის გუნდში მიწვევა და მის იჯარაზეც კი ელაპარაკებოდა ტურინული კლუბის წარმომადგენლებს.

„პირველად მესი რომ ვნახე, 16 წლის იყო. გამპერის თასის გათამაშებაში მონაწილეობდა. ისეთი რამეები აკეთა მინდორზე, გადარია ხალხი. მივედი მაშინდელ მწვრთნელთან, ფრანკ რაიკაარდთან და ვითხე, შეეძლო თუ არა არგენტინელი ბიჭუნას ტურინში იჯარით გამოშვება.

მაშინ მათ სამი არაევროკავშირელი ფეხბურთელის საპასპორტო პრობლემები ჰქონდათ მოსაგვარებელი. ერთ-ერთი მესი გახლდათ. მაგრამ რაიკაარდმა მითხრა, რომ ისინი აუცილებლად მოახერხებდნენ ლეოს განაცხადში შეყვანას.“ - ციტირებს 73 წლის სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.

კაპელო „იუვენტუსს“ 2004-06 წლებში თავკაცობდა.

0.119887