ჩოგბურთი

11:42 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი China Open-ის ფინალშია

პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩინეთში მიმდინარე China Open-ის ფინალში გავიდა. ბალკანელმა ნახევარფინალში ბრიტანელი ენდი მარეი დაამარცხა (6:3, 6:4).

პირველ სეტში, 4:3-ზე ნოვაკის სასარგებლოდ, ნოლე ბრეიკს ასრულებს და პირველ სეტს იგებს. მეორე სეტში ნოვაკი 4:4-ზე ბრეიკს აკეთებს და ფინალში გადის.

სერბს სააათი და 38 წუთი დასჭირდა ბრიტანელის დასამარცხებლად. სერბმა 4 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. მარეიმ 4 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე მარტინ კლიჟანსა და ტომაშ ბერდიხს შორის გამარჯვებული იქნება.

ლაშა ქოიავა



სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098933