ფეხბურთი

9:08 | 3.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: „ინტერს“ მეტისთვის უნდა მიეღწია „ბარსელონასთან“ მატჩში“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში,“ბარსელონასთან“ წაგების შემდეგ (1:2), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიუხედავად დაღლილობისა, მის გუნდს უკეთესი შედეგისთვის უნდა მიეღწია.

„დარწმუნებული ვარ, უკეთესი შედეგის ჩვენება შეგვეძლო. მოწინააღმდეგეს მკაცრი პრესინგი შევთავაზეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და ვიგებდით კიდეც. შესვენების შემდეგ ჩემი ფეხბურთელები ცოტა დაიღალნენ, რადგან რამდენიმე რთული შეხვედრა ჩავატარეთ ზედიზედ. თუმცა, ამის მიუხედავადაც, უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით.

დავმარცხდით და ამ დროს ძნელია რაიმე პოზიტივზე საუბარი. რთულად ვეგუები წაგებას.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

სტატისტიკა
0.354815